ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავა
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავა.

სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი რუსეთში 24 ივლისს გაემგზავრება.

როგორც სომხურ მედიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს ბუნებისა და გარემოს დაცვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში.

კონფერენცია ალთაის რესპუბლიკაში გაიმართება.