ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვევა
ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვევა

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი 27 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვევა.

სომხეთის პრემიერის აპარატის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინს შეხვდება, განხილვის მთავარი თემა იქნება ორმხრივი ურთიერთობები.

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 დეკემბერს ჩატარდა. ხმათა 70,43 პროცენტით პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ გაიმარჯვა.