ნიკოლ ფაშინიანი – მჯერა, რომ რუსეთი სომეხი ხალხის არჩევანს პატივისცემით მოეკიდება

21:20, 24.04.2018
Opposition leader Nikol Pashinian marches with the other demonstrators to protest the former president's shift into the prime minister's seat in Yerevan, Armenia, Tuesday, April 17, 2018. Armenia's former president has been elected prime minister amid large-scale protests. The Armenian parliament voted overwhelmingly on Tuesday to confirm Serzh Sargsyan as the new prime minister. (Narek Aleksanyan, PAN Photo via AP)

სომხეთის ოპოზიციის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ვინ იქნება სომხეთის მომავალ მთავრობაში, ეს მხოლოდ სომეხი ხალხის გადასაწყვეტია. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მოისურვებს, სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი გახდეს, ფაშინიანმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, მოსკოვი სომეხი ხალხის არჩევანს პატივს სცემს.

„ვინ მოხვდება სომხეთის ახალ მთავრობაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ სომეხი ხალხის გადასაწყვეტია. რუსეთი არის ჩვენი მეზობელი, რომელთანაც სომხეთს კარგი ურთიერთობები აქვს. მე მჯერა, რომ რუსეთი სომეხი ხალხის არჩევანს პატივისცემით მოეკიდება“, – განაცხადა ფაშიანიანმა.

მისივე თქმით, „ხავერდოვანი რევოლუცია“ სომხეთში ყველა დასახული მიზნის მიღწევამდე გაგრძელდება. ფაშინიანის განცხადებით, ოპოზიციის მიზანი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებაა და ეს პროცესი ხვალიდან დაიწყება.

მსგავსი