ნიკოლ ფაშინიანი - აშშ-ის სენატის მიერ სომეხთა გენოციდის რეზოლუციის მიღება სამართლიანობისა და სიმართლის გამარჯვებაა
ნიკოლ ფაშინიანი - აშშ-ის სენატის მიერ სომეხთა გენოციდის რეზოლუციის მიღება სამართლიანობისა და სიმართლის გამარჯვებაა

აშშ-ის სენატის მიერ სომეხთა გენოციდის შესახებ ერთხმად მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

მისი თქმით, ეს სამართლიანობისა და სიმართლის გამარჯვებაა.

ნიკოლ ფაშინიანი, სომეხი ხალხის სახელით, მადლობას უხდის აშშ-ის სენატს და აღნიშნავს, რომ გენოციდის 1.5 მილიონი მსხვერპლისთვის ეს პატივია მიგება და თამამი ნაბიჯია.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების მასობრივ ხოცვას გენოციდად აღიარებს.