ნიკოლ ფაშინიანი - აფხაზეთის, „სამხრეთ ოსეთისა“ და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტები განსხვავებულია
ნიკოლ ფაშინიანი - აფხაზეთის, „სამხრეთ ოსეთისა“ და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტები განსხვავებულია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აფხაზეთის, „სამხრეთ ოსეთისა“ და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტები განსხვავებულია. სომხური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ეს განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა სომეხ დიპლომატებთან შეხვედრაზე გააკეთა.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება „სამხრეთ ოსეთის“, აფხაზეთის, დნესტრისპირეთისა და ყარაბაღის კონფლიქტებს აიგივებს. ამ ფაქტს ფაშინიანი პრობლემად მიიჩნევს.

„აუცილებელია, ამ საკითხებს შორის უზარმაზარი განსხვავების დემონსტრირება. ჩვენ მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ მაგალითად, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის მცხოვრებლებს დღესაც კი მშვიდად შეუძლიათ საქართველოს დედაქალაქში – თბილისში ჩასვლა და ადგილობრივ ბაზრებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვა, აუცილებელი პროდუქციის ყიდვა და შემდეგ „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში დაბრუნება.

რუსეთის მოქალაქეს კი ბაქოს აეროპორტიდან უკან გზავნიან მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის სომხურ გვარს ატარებს. ხანდახან, ეს მაგალითი უფრო სრულ წარმოდგენას ქმნის ყარაბაღის საკითხზე, ვიდრე მრავალსაათიანი ლექცია“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

დატოვე კომენტარი