ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთმა რუსეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთმა რუსეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

აზერბაიჯანთან დაძაბული ვითარების ფონზე, სომხეთმა რუსეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. სომხეთის მოქმედმა პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თხოვნა 1997 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას ეფუძნება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ფაშიანიანმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა უმაღლესი დონის შეთანხმებების შემდეგ, რომლის თანახმად, აზერბაიჯანს უნდა გაეყვანა თავისი ჯარი სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან, თუმცა ბაქომ შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.

დატოვე კომენტარი