ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის, პრემიერის პოსტი დატოვოს და რიგგარეშე არჩევნების ინიციატივით გამოდის
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის, პრემიერის პოსტი დატოვოს და რიგგარეშე არჩევნების ინიციატივით გამოდის

​სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის, თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

ფაშინიანის თქმით, თუკი მის მიმართ საზოგადოების ნდობა აღდგება, მზად არის, დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობა განაგრძოს. ამის გასარკვევად კი, ფაშინიანი ერთადერთ გზად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მიიჩნევს.

ნიკოლ ფაშინიანი 2021 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციის მოთხოვნამ, თანამდებობიდან მის გადადგომასთან დაკავშირებით, საკმარისი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ვერ დაიმსახურა.

„პრემიერ-მინისტრის სკამზე არ ვარ მიჯაჭვული. ასევე მზად ვარ, ხალხის გადაწყვეტილების შედეგად დავტოვო პრემიერ-მინისტრის პოსტი. მე შემიძლია, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დავტოვო მხოლოდ ხალხის გადაწყვეტილებით“, – განაცხადა ფაშინიანმა.