ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგება
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგება. ამის შესახებ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგება და ის დაფუძნებული იქნება უმაღლეს დონეზე მიღებულ ერთობლივ ოფიციალურ განცხადებებზე. ახალი ესკალაცია არ იქნება! საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ უნდა დაუჭიროს მხარი ამ ნარატივს“, – წერს „ტვიტერში“ ნიკოლ ფაშინიანი.

შეგახსენებთ, გასულ თვეში ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების პროექტი გაუგზავნა.