ნიკო უილიამსმა, შეიძლება, მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშოს #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების გარემარბმა ნიკო უილიამსმა, შესაძლოა, ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა Marca-მ.
„ბილბაოს“ ფეხბურთელმა ურუგვაისთან ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მიიღო დაზიანება. წყაროს ცნობით, ესპანელმა მარჯვენა ფეხზე კოჭლობით დატოვა სტადიონი.
„უნდა მოვიცადოთ. მას დისკომფორტი აქვს. ეს შეიძლება იყოს ზედმეტი დატვირთვა ან დაღლილობა. ვნახოთ“, – განაცხადა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ.
ნიკო უილიამსმა ტრავმა მატჩის ბოლოს მიიღო, როცა მას ფეხებში ჩაარტყა ურუგვაელმა ნიკოლას დე ლა კრუსმა. ამ ინციდენტმა გუნდებს შორის კონფლიქტი გამოიწვია.
„მომაყენეს ახალი ტრავმა იმ ეპიზოდში, რომელშიც ურუგვაელი მოქმედებდა იმედგაცრუების, ბრაზისა და უკმაყოფილების გავლენით. ჩემი აზრით, იმ ეპიზოდის თავიდან აცილება შეიძლებოდა – მასში არ იყო არანაირი აუცილებლობა“, – განაცხადა მოგვიანებით უილიამსმა.