ნიკო უილიამსის ტრანსფერი „ბარსელონაში“ შეფერხდა #1TVSPORT
ნიკო უილიამსის ტრანსფერი „ბარსელონაში“ შეფერხდა #1TVSPORT

ნიკო უილიამსის ტრანსფერთან დაკავშირებით „ბარსელონა“ და „ატლეტიკ ბილბაო“ მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე იმყოფებიან, თუმცა ტრანსფერი შეფერხდა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბილბაოელთა ხელმძღვანელობა და ფეხბურთელის აგენტი კატალონიურ კლუბს კონკრეტულ ფინანსურ გარანტიებს სთხოვენ.

უილიამსს „ატლეტიკთან“ 2027 წლამდე აქვს მოქმედი კონტრაქტი, რომლის გამოსასყიდი თანხა 58-დან 70 მილიონ ევრომდე მერყეობს. ნიკო მაღალი ხელფასსა და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის სტატუსს ითხოვს.

ასევე, ფეხბურთელის მხარე „ბარსელონას“ რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით გარანტიებს სთხოვს. გასულ სეზონში კატალონიურ კლუბს ლა ლიგაში პაუ ვიქტორისა და დანი ოლმოს დარეგისტრირება ძალიან გაუჭირდა.

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა „ატლეტიკის“ რიგებში გასულ სეზონში 45 შეხვედრა ჩაატარა, მან 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.