ნიკო შლოტერბეკისთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულებულია #1TVSPORT

16:50, 22.06.2026

გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველს, ნიკო შლოტერბეკს მუხლის მყესი აქვს გაწყვეტილი და მისთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულებულია.

გავრცელებული ცნობით, შლოტერბეკი მინიმუმ ორი თვით ვერ ითამაშებს და 2026/2027 წლების საკლუბო სეზონის დასაწყისსაც გამოტოვებს.

„ის ძალიან მოგვენატრება. შლოტერბეკი გამორჩეული მცველია თავისი სათამაშო სტილით. ეს შეიძლებოდა მისი მსოფლიო ჩემპიონატი ყოფილიყო.

ყველამ ვცადეთ მისი გამხნევება – საბედნიეროდ, ძალიან პოზიტიური ბიჭია, რომელიც უკვე წინ იყურება. ნიკო აქ რჩება, რადგან მოედნის გარეთაც გუნდზე დიდი გავლენა აქვს.

ცენტრალური მცველის პოზიციაზე რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი გვყავს – ჯონათან ტა, ანტონიო რუდიგერი, ვალდემარ ანტონი და მაილიკ ჩაუ“, – აღნიშნავს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი.

გერმანიის ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორიდან ორი მატჩი მოიგო, ჯგუფში 6 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.

მსგავსი