მადრიდის „რეალში“ არგენტინელი ნახევარმცველის ნიკო პასის დაბრუნება, რაც ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილი ჩანდა, გადაიდო.
ესპანურ კლუბს აქვს ფეხბურთელის იტალიური „კომოდან“ 9 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება. მაგრამ ესპანური პრესის ინფორმაციით, მომავალ სეზონში პასი „რეალში“ არ ითამაშებს. მადრიდულ კლუბში არგენტინელს კვლავინდებურად აფასებენ, მაგრამ პირველ გუნდში მის პოზიციაზე უკვე თამაშობენ აღიარებული ვარსკვლავები, ამიტომაც პასს „რეალში“ გარანტირებული სათამაშო დრო არ ექნება.
მადრიდში გადაწყვიტეს, რომ კარიერის ამ ეტაპზე პასისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი სათამაშო დრო და განვითარება, და არა „რეალის“ თადარიგში ჯდომა. ამიტომაც, არგენტინელი კიდევ ერთ სეზონს გაატარებს „კომოში“, რომელთან ერთადაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. 2027 წლის ზაფხულში „რეალს“ ისევ ექნება არგენტინელის დაბრუნების უფლება.