ნიკო კოვაჩს უკანასკნელი შანსი მისცეს
ნიკო კოვაჩს უკანასკნელი შანსი მისცეს

მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, გუნდის მთავარ მწვრთნელს, ნიკო კოვაჩს მდგომარეობის გამოსასწორებლად ორმატჩიანი შანსი მისცეს.

ხორვატ სპეციალისტს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფრთხე ემუქრება, მას შემდეგ რაც „ბაიერნმა“ უკანასკნელი შეხვედრა „აინტრახტთან“ წააგო, ანგარიში კი სენსაციური იყო – 1:5.

„ბუნდესლიგის“ მე-10 ტურის შემდეგ, გერმანული ფეხბურთის გრანდი სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზე იმყოფება.

მომდევნო კვირაში ბავარიული კლუბი „ოლიმპიაკოსისა“ და „ბორუსიის“ წინააღმდეგ ითამაშებს.