ნიკო კოვაჩი - მბაპეს შეჩერება შეუსრულებელი მისიაა
ნიკო კოვაჩი - მბაპეს შეჩერება შეუსრულებელი მისიაა

ხვალ, 21 თებერვალს „მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, ბრწყინვალე ფორმაში მყოფ პსჟ-ს დაუპირისპირდება.

პარიზულ გრნდთან გასამართ მატჩამდე, მონაკოელების მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„პსჟ უმაღლესი დონის კლუბია. – პარიზელებს ყოველთვის ბევრი ბურთი გააქვთ, მბაპე კი შესანიშნავ ფორმაშია, – ციტირებს „მონაკოს“ მწვრთნელის სიტყვებს Goal. – ჩვენ მბაპე უნდა შევაჩეროთ, რაც შეუსრულებელი მისიაა. მისი შეჩერება ერთ მცველს არ შეუძლია, მბაპე შეუდარებელია ორთაბრძოლაში.

მბაპეს წინააღმდეგ მთელმა გუნდმა, როგორც ერთმა ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს, მაგრამ ეს მეტოქე გუნდის სხვა ფეხბურთელებს გაუხსნის გზას. ჩვენ უნდა გავწიოთ დიდი ტაქტიკური და ფიზიკური სამუშაო“, – აცხადებს ნიკო კოვაჩი.