ნიკო გონსალესი „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს და „ნიუკასლს“ შეუერთდება #1TVSPORT

20:01, 24.08.2026

„ნიუკასლმა“ „მანჩესტერ სიტისთან“ ესპანელი ნახევარმცველის, ნიკო გონსალესის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც რომანო წერს, ბონუსების გათვალისწინებით, „ნიუკასლი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს გადაიხდის. ფეხბურთელიც მზად არის, ახალ გუნდს შეუერთდეს მას შემდეგ, რაც მას კლუბის ახალ პროექტში საკვანძო როლი შესთავაზეს.

24 წლის ნიკო გონსალესი „ბარსელონას“ ახალგაზრდულ სისტემაში აღიზარდა. ის „მანჩესტერ სიტის“ 2024 წელს შეუერთდა – მაშინ ინგლისურმა კლუბმა მის სანაცვლოდ „პორტუს“ 50 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

გონსალესმა მანჩესტერული გუნდის რიგებში 59 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

მსგავსი