ნიკლას ფიულკრუგი „მილანში“ ითამაშებს #1TVSPORT
გერმანის ნაკრებისა და „ვესტ ჰემის“ ფორვარდი ნიკლას ფიულკრუგი უახლოეს დღეებში „მილანის“ ფეხბურთელი გახდება.
Sky Germany-ის ინფორმაციით, მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს და მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია.
გერმანელი თავდამსხმელი იტალიურ გუნდში ნახევარწლიანი იჯარით გადავა. ასევე „მილანს“ შეეძლება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ფიულკრუგის კონტრაქტის სრულად გამოსყიდვა.
იტყობინებიან, რომ იჯარის პერიოდში „მილანი“ სრულად დაფარავს ფეხბურთელის ხელფასს.