„ნიკე“ ჩემპიონთა ლიგაზე ნიდერლანდების ჩემპიონთან დამარცხდა #1TVSPORT
„ნიკე“ ჩემპიონთა ლიგაზე ნიდერლანდების ჩემპიონთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონმა „ნიკემ“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველ შესარჩევ ტურში, სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. გია კვარაცხელიას გუნდი ნიდერლანდების ჩემპიონ „ტვენტეს“ დაუპირისპირდა და 0:9 დამარცხდა.

საქართველოს ჩემპიონი მე-9 ჯგუფშია, რომელიც მინი-ტურნირის ფორმატით ტარდება. „სპორტკამპუს დიეკმანზე“ გამართულ მატჩში ნიდერლანდების ჩემპიონი მთელი მატჩის განმავლობაში აშკარა უპირატესობას ფლობდა. ანგარიში ანა-ლენა სტოლცემ გახსნა, ხოლო ფენა კალმა შესვენებამდე ოთხი გოლი გაიტანა (5:0). მეორე ტაიმში 1:1 გოლი გაიტანეს დიკსტრამ, რენატე იანსენმა, ლელი დე კეისერმა და ვიკ კაპტეინმა.

21 აგვისტოს „ტვენტე“ წინასწარი ტურის ფინალს ენსხედეში სერბეთის სუბოტიცას „სპარტაკს“ შეხვდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში ირლანდიური „პიმაუნტ იუნაუტედი“ 5:2 დაამარცხა – ამ წყვილის გამარჯვებული ქალთა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის რაუნდში ითამაშებს. „ნიკე“ კი 21 აგვისტოს „პიმაუნტ იუნაუტედს“ შეხვდება.


ტვენტე – ნიკე 9:0


გოლები: 1:0 სტოლზე (13), 2:0 კალმა (18), 3:0 კალმა (39), 4:0 კალმა (44), 5:0 კალმა (45 + 1), 6:0 დიიკსტრა (53 ), 7:0 რ. იანსენი (67), 8:0 დე კეისერი (76), 9:0 კაპტეინი (84)

ნიკე: ნადირაშვილი, გურიელიძე, ბეგიაშვილი, აკობიძე, ბებია, კირვალიძე, ჰაჯიევა, მწყერაშვილი, ბუხრიკიძე, ჭიჭინაძე, მატვეევა.

მწვრთნელი: გია კვარაცხელია