ნიკა სიჭინავას საგოლე გადაცემა პლუს გოლი უკრაინაში [ვიდეო] #1TVSPORT
ნიკა სიჭინავას საგოლე გადაცემა პლუს გოლი უკრაინაში [ვიდეო] #1TVSPORT

ნიკა სიჭინავამ უკრაინის ჩემპიონატში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა. პრემიერლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში მისი გუნდი „ინგულეცი“ ერთ-ერთ აუტსაიდერს, თემურ ჩოგაძის დონეცკის „ოლიმპიკს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.

ანგარიშის მიუხედავად, „ინგულეცს“ პირველ ტაიმში ძალიან გაუჭირდა. ერთ-ერთ ეპიზოდში (მე-6 წუთზე) სტუმართა კარს თემურ ჩოგაძე დაემუქრა და „ინგულეცი“ მეკარემ გადაარჩინა. ნიკა სიჭინავამ შეუცვლელად ითამაშა და ანგარიშზე საგოლე გადაცემა და გოლი ჩაიწერა.

ნიკამ სტუმართა პირველ ორ, ყველაზე მნიშვნელოვან გოლში მონაწილეობდა. 33-ე წუთზე ქართველმა შემტევმა სწრაფი კონტრშეტევისას თანაგუნდელ დენის იანაკოვს კარის წინ ბურთი გადააწოდა და ანგარიშის გახსნაში დაეხმარა. ხოლო 48-ე წუთზე საჯარიმოსთან ბურთი მიიღო და მოჭრილი დარტყმით ეფექტური გოლის ავტორი გახდა.

დონეცკის „შახტარის“ აღზრდილმა, რომელსაც „ვიტ ჯორჯიასა“ და ფოთის „კოლხეთში” უთამაშია, უკრაინის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლით საუკეთესო ბომბარდირთა ათეულშია.