ნიკა შუშიაშვილი - რუმინეთთან რთული მატჩი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ [ვიდეო] #1TVSPORT

ხვალ, 11 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასასვლელად რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ნიკა შუშიაშვილი: „რუმინეთის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. მათ თამაშს თვალს ვადევნებთ და ვხედავთ, რომ მოუმატეს და ეს გუნდი პროგრესირებს, როგორც ჩვენ. მიმაჩნია, რომ მარტივი შეხვედრა არ იქნება. ბოლო სამი თამაში დაგვეხმარა, რომ ტაქტიკურად დავლაგდეთ, ავეწყოთ ერთმანთს და ტურნირის რიტმში შევიდეთ. რთული მატჩი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ  და იმედია, შედეგსაც დავდებთ“.

საქართველოსა და რუმინეთის მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.