ნიკა ქუთათელაძე მოსკოვის „სპარტაკის“ დუბლებში ჩაირიცხა
ნიკა ქუთათელაძე მოსკოვის „სპარტაკის“ დუბლებში ჩაირიცხა

ნიკა ქუთათელაძე მოსკოვის „სპარტაკის“ ფეხბურთელი გახდა. ინფორმაცია რუსული გუნდის „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელდა.

„ქუთათელაძე „სპარტაკის“ ფეხბურთელი გახდა. 18 წლის ქართველმა თავდამსხმელმა საფეხბურთო განათლება ევროპაში მიიღო, მან თამაში პრაღის „სპარტაში“ დაიწყო, შემდეგ კი სწავლობდა „ლილისა“ და პსჟ-ს აკადემიებში. გარდა ამისა, სხვადასხვა ასაკის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებში იწვევდნენ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „სპარტაკში“, ნიკოლოზ!“ – წერია „სპარტაკის“ ოფიციალურ გვერდზე.

დღესვე, ქუთათელაძემ მოსკოვის გუნდის ფორმა პირველად მოირგო და რუსეთის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მოსკოვის ცსკა-სთან ითამაშა – „სპარტაკმა“ 2:1 მოიგო, ქუთათელაძემ კი თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.