ნიკა ობოლაძე - მეგის ქარდავას საქმეს კონკრეტულად არ ვიცნობ, ერთადერთი, რაც ვიცი, ამ ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო
ნიკა ობოლაძე - მეგის ქარდავას საქმეს კონკრეტულად არ ვიცნობ, ერთადერთი, რაც ვიცი, ამ ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო

მეგის ქარდავას საქმეს კონკრეტულად არ ვიცნობ, ერთადერთი, რაც ვიცი, ამ ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, – აცხადებს თემის კომენტირებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა ობოლაძე.

„არ ვიცნობ ამ საქმეს კონკრეტულად. ერთადერთი, რაც ვიცი, ამ ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო. თუ იქნება დამოუკიდებელი სასამართლო და უნდა იყოს, ნებისმიერი ადამიანი, ვის მიმართაც პრეტენზიები აქვთ, უნდა წარდგეს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე და გასცეს კითხვებს პასუხი. ამ ადამიანის წინააღმდეგ არსებობს რაღაც შეკითხვები, ამიტომ ამ შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ და 17 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ უკრაინიდან მისი საქართველოში ეტაპირება განხორციელდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ მეგის ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული სისხლის სამართლის 11 საქმიდან ხუთზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო სისხლის სამართლის ექვსი საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.