ნიკა ნინუა - პირლოს დონეს მინდა მივაღწიო
ნიკა ნინუა - პირლოს დონეს მინდა მივაღწიო

ნიკა ნინუამ PAOK TV-თან ინტერვიუში გუნდში ჩარიცხვისა და საკუთარი იმედების შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ სურს ერთ დღეს იტალიელი ვარსკვლავის, ანდრეა პირლოს დონეს მიაღწიოს.

„ტექნიკური ფეხბურთი და მოედნის ცენტრიდან თამაშის კარგი და სწრაფი ორგანიზება მომწონს. სათამაშო სტილით ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ანდრეა პირლოა და მსურს მის დონეს მივაღწიო. ასეთ დიდ კლუბში გადმოსვლა ჩემთვის დიდი პატივია“, – ამბობს ნიკა ნინუა.

21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან დაკავშირებულ მოლოდინზე ილაპარაკა:

„მოუთმენლად ველი კლუბში რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოპოვებას – ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ. ჩემი აზრით, ფორმაში შესასვლელად ორ კვირაზე მეტი არ დამჭირდება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდში კონკურენცია დავძლიო და შემადგენლობაში მოხვდე“.