ნიკა მელია - თამარ ჟვანიას გავაძევებთ, თუნდაც ერთი ან სამი დღით აუცილებლად უნდა მოხვდეს საპატიმროში
ნიკა მელია - თამარ ჟვანიას გავაძევებთ, თუნდაც ერთი ან სამი დღით აუცილებლად უნდა მოხვდეს საპატიმროში

თამარ ჟვანია თუნდაც ერთი ან სამი დღით აუცილებლად უნდა მოხვდეს საპატიმროში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის აქციაზე განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას „გააძევებენ“.

„თამარ ჟვანია, რომლის ხელითაც გაყალბდა საპარლამენტო არჩევნები, ბედავს და ამბობს, არ გაიშვას თქვენი გადაყენებული თამარ ჟვანიაო. მას კი არ გადავაყენებთ, მას გავაძევებთ და გავაძევებთ იქ, სადაც არის ერის მოღალატეების ადგილი. ეს ასე იქნება, ასე იყო. გონს მოეგოს ჟვანია. არასოდეს არ მისურვია არავისთვის თავისუფლების შეზღუდვა, ყველა მენანება ციხისთვის, მით უმეტეს მაშინ, როცა წლების განმავლობაში ამ რეჟიმის დევნის სუბიექტი ვარ, მაგრამ თამარ ჟვანიას როლი არის უკიდურესად ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი, რაც არ უნდა ეპატიოს. თუნდაც, ერთი და სამი დღით აუცილებლად უნდა მოხვდეს საპატიმროში, რათა ვერავინ ვერასოდეს ვერ გაბედოს ხმას რომ მისცემთ, იმის ნაგვის ურნაში გადაგდება. ეს არავინ არასოდეს არ უნდა გაბედოს და ჩვენ არ უნდა გავაბედინოთ. პროტესტი სულ უფრო მძლავრი გახდება“, – აცხადებ მელია.

მისი თქმით, საქართველოში აუცილებლად ჩატარდება თავისუფალი არჩევნები.

„რეჟიმს ორი არჩევანი აქვს – ძალიან მტკივნეულად დაენარცხება ძირს ან მშვიდობიანად ჩაბარდება. მეტი სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ნურავის დაარწმუნებენ იმაში, რომ ამ პროცესიდან გამარჯვების გარეშე თუ გამოვალთ, ამ ქვეყანაში როდესმე არჩევნები ჩატარდება. ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდება ბევრჯერ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი აღარ იჯდება იქ, სხვაგან ჯდება. „ქართული ოცნების“ პროპაგანდა აღარ მუშაობს, არ დაგვაკომპლექსონ“, – აცხადებს მელია.

დატოვე კომენტარი