ნიკა მელია - მარგველაშვილი გახდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე და მე ავტომატურად გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი, ეს კომბინაცია შეიძლება, გათამაშდეს
ნიკა მელია - მარგველაშვილი გახდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე და მე ავტომატურად გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი, ეს კომბინაცია შეიძლება, გათამაშდეს

მარგველაშვილი გახდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე და მე ავტომატურად გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი, ეს კომბინაცია შეიძლება, გათამაშდეს, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ.

ასეთი კომენტარი მან გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ასევე ყოფილი პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის შეთავაზება მიიღო.

„გიორგი მარგველაშვილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი ავტომატურად – ეს კომბინაცია შეიძლება, გათამაშდეს. ეს კითხვა სუს-ის თანამშრომლების მიერ დაწერილია და გადმოგზავნილია „იმედშიც“ და „რუსთავშიც“, ეს არის სპეცსამსახურების მიერ დაწერილი კითხვა. რატომ? იმიტომ, რომ იცით, რამხელა საერთაშორისო სკანდალშია გახვეული ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მთიანად; ამ დროს მოიგონეთ ის, რასაც მხოლოდ სუს-ი თუ შეძლებდა. ჟურნალისტებთან კონფრონტაციას სულ ვერიდები, მაგრამ არ არის სასიამოვო სანახავი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რომელიმე დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ შედგენილ რაღაც შეკითხვას აჟღერებდეს ჟურნალისტი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.