ნიკა მელია - გვმართებს დაფიქრება, სანამ ემოციურ ფონზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გავაცხადებთ
ნიკა მელია - გვმართებს დაფიქრება, სანამ ემოციურ ფონზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გავაცხადებთ

„გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი ნიკა მელია აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ და საზოგადოებას გააცნობენ.

„სამოქმედო გეგმას „გაერთიანებული ოპოზიცია“ განაცხადებს და გააცნობს საზოგადოებას, მას შემდეგ, რაც ელემენტარულად, ყველანი ერთად შევიკრიბებით. გეგმას შეიმუშავებს „გაერთიანებული ოპოზიცია“, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით და შემდეგ გაიგებს საზოგადოება. ეს არ ნიშნავს, რომ აქცია არ უნდა დაიწყოს, ძალადობა არ უნდა დაიგმოს, რომ უნდა შენელდეს ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, დანაშაულებრივი რეჟიმის ხელმძღვანელის წინააღმდეგ.

ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გუნდურად მიიღება. გვმართებს დაფიქრება, სანამ ემოციურ ფონზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გავაცხადებთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დატოვე კომენტარი