ნიკა მალი რთული ფინალის მოლოდინშია (ვიდეო)

8 დეკემბერს, 15:30-ზე, გორში, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ერთმანეთს „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდებიან.

„საბურთალომ“ ქვეყნის ჩემპიონობა ვერ შეინარჩუნა, მაგრამ თითქმის ბოლო ტურამდე იბრძოდა და საბოლოოდ, ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. მეტოქისგან გასხვავებით, „საბურთალო“ თასის ფინალში პირველად იასპარეზებს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თამაშისთვის თბილისის ზღვაზე, „ზესტაფონის“ ბაზაზე ვარჯიშობს.

საქართველოს პირველ არხთან მომავალ შეხვედრაზე კომენტარი ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, „საბურთალოს“ მცველმა, ნიკა მალმაც გააკეთა.

„ძალიან კარგი მეტოქე გვყავს, რომელმაც სეზონი კარგად დაასრულა და ჩვენი უშუალო კონკურენტები, თბილისის „დინამო“ და ბათუმის „დინამო“ დაამარცხა. ბუნებრივია, რთული თამაში გველის. მაგრამ ჩვენი მიზანია, სეზონი ერთ-ერთი მთავარი ტიტულის მოპოვებით დავასრულოთ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ნიკა მალი.

8 დეკებერს, 12:00 საათიდან, გორში გულშემატკივრისთვის სხვადასხვა ღონისძება დაიგეგმა. გათამაშდება ბურთები, ეროვნული ნაკრების მაისურები და სხვადასხვა პრიზი. „საბურთალოსა“ და „ლოკომოტივის“ მატჩი 15:30 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.

მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.