ნიკა კვეკვესკირი ტურის რჩეულებში მოხვდა

20:41, 08.04.2019

ყაზახურმა გამოცემა „სპორტსმა“ ნიკა კვეკვესკირი ყაზახეთის ჩემპიონატის მე–4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

კოსტანაის „ტობოლის“ ქართველი ნახევარმცველი „აქტობესთან“ შეხვედრის შემდეგ გამოარჩიეს, რომელიც ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის გუნდმა 2:1 მოიგო.

„ნიკამ „აქტობეს“ წინააღმდეგ ძალიან სასარგებლოდ ითამაშა. ქართველი მონაწილეობდა ორივე საგოლე შეტევაში. პირველი პენალტით გავიდა, რომელიც კვეკვესკირმა წამოიწყო და პარტნიორებს შესანიშნავ გადაცემებს უკეთებდა“, – ასე დაასაბუთა ყაზახურმა გამოცემამ ქართველის დასახელება.

„ტობოლს“ 12 ქულა აქვს და ყაზახეთის პრემიერლიგაში „ყაირატთან“ მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს.

მსგავსი