ნიკა კვეკვესკირი - შვედეთთან უფრო ლაღად და თავისუფლად ვითამაშებთ #1TVSPORT
ნიკა კვეკვესკირი - შვედეთთან უფრო ლაღად და თავისუფლად ვითამაშებთ #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა და გუნდი ბათუმში გაემგზავრა, სადაც 11 ნოემბერს შვედეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩი გაიმართება.

საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრაზე კომენტარი ეროვნული ნაკრების და პოზნანისლეხის“ ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა.

„რა თქმა უნდა, კოსოვოში მოპოვებული გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მითუმეტეს, იმ ცუდი სერიის ფონზე, რომელიც მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე გვქონდა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ შვედეთის წინააღმდეგ უფრო ლაღად და თავისუფლად ვითამაშებთ“, – ამბობს ნიკა კვეკვესკირი.

29 წლის ფეხბურთელი გახარებულია, რომ შეხვედრას მაყურებელი დაესწრება.

„სტადიონზე მაყურებლის დაბრუნება ბუნებრივია დამატებითი მოტივაციაა. მითუმეტეს, რომ თითოეულ ჩვენგანს გათავისებული აქვს თუ როგორი სამწუხარო ტრაგედიის ფონზე მოგვიწია ოქტომბერში თამაში. ახლა გვსურს ბათუმელ და სრულიად ქართველ გულშემატკივარს პოზიტივის საფუძველი მივცეთ და ჩვენი თამაშით გავახაროთ“.

საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 11 ნოემბერს ბათუმის არენაზე შედგება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება – მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).