ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT

ნიკა კვეკვესკირსრაკუვის“ წინააღმდეგ კარგი თამაში დაუფასდა და პოლონეთის ექსტრაკლასას ოფიციალურმა გვერდმა 32-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

ქართველმა ნახევარმცველმა პოზნანისლეხის“ გამარჯვებაში (2:0) გადამწყვეტი როლი ითამაშა. ნიკა კვეკვესკირის გუნდი „რაკუვს“ ესტუმრა, რომელიც კონკურენტებისთვის მიუწვდომელია და პოლონეთის ჩემპიონობა უკვე განაღდებული აქვს.

32-ე წუთზე „ჯვაროსნების“ ვიცე-კაპიტნის გადაცემით მარჩვინსკიმ ანგარიში გახსნა, ხოლო 68-ე წუთზე მისი წაქცევისთვის „რაკუვის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ველდემ გოლად გარდასახა.

პოზნანისლეხს“ სამეულში მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ აქვს, თუმცა კონფერენს ლიგის საგზური უკვე მოიპოვა.