ნიკა კვეკვესკირი - მჯერა, რომ შეგვიძლია იმის მიღწევა, რაზეც ყველა ვოცნებობთ #1TVSPORT
ნიკა კვეკვესკირი - მჯერა, რომ შეგვიძლია იმის მიღწევა, რაზეც ყველა ვოცნებობთ #1TVSPORT

ნიკა კვეკვესკირმა გიბრალტართან საქართველოს ნაკრების მოგებასა (2:1) და ერთა ლიგის C4 ჯგუფური ეტაპის წარმატებულ დასასრულზე კომენტარი გააკეთა.

„მთავარია, მივაღწიეთ ჩვენს მიზანს, გავიმარჯვეთ, სამი ქულა მოვიპოვეთ და პირველ ადგილზე ვართ იმ ოთხ გუნდს შორის, რომლებმაც საკუთარ ჯგუფებში გაიმარჯვეს“, – განაცხადა ნიკა კვეკვესკირმა.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა იმედი გამოთქვა, რომ გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას შეძლებს.

„C ლიგის პირველადგილოსანი გუნდი ვართ, რაც მოგვცემს იმის უფლებას, რომ ნახევარფინალური თამაში ჩვენს მოედანზე ჩავატაროთ. მგონია, რომ ეს დიდი უპირატესობაა. ეს გუნდი განსაკუთრებულია და მჯერა, რომ შეგვიძლია იმის მიღწევა, რაზეც ყველა ვოცნებობთ“, – იმედოვნებს კვეკვესკირი.