ნიკა კვეკვესკირი - ხალხი სტადიონისკენ შემოტრიალდა და ეს იმედები უნდა გავამართლოთ
ნიკა კვეკვესკირი - ხალხი სტადიონისკენ შემოტრიალდა და ეს იმედები უნდა გავამართლოთ

საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებების შეხვედრამდე, ნიკა კვეკვესკირმა მომავალ დაპირისპირებაზე და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ილაპარაკა. „ჯვაროსნების“ ნახევარმცველი გამარჯვებას იმედოვნებს.

„ანდორასთან შეხვედრის შემდეგ ბიჭებმა ვილაპარაკეთ, მომხდარი გავაანალიზეთ და ვთქვით, რომ ეს იყო ერთი კონკრეტული მატჩი, რომელიც ისე ვერ ჩავატარეთ, როგორც შეგვეძლო. მიზეზი ბევრია – დიდი როტაცია შემადგენლობაში, ხელოვნური საფარი, სადაც შემტევი ფეხბურთის ჩვენება ძნელია, ბევრი ტრავმირებული. მაგრამ ამ თამაშზე პასუხისმგებლობას ჩვენ თავზე ვიღებთ, რადგან ვხედავთ, რომ ხალხი სტადიონისკენ შემოტრიალდა და ეს იმედები უნდა გავამართლოთ“ – ამბობს კვეკვესკირი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები „დინამო არენაზე“ ყაზახეთს ხვალ, 19 ნოემბერს შეხვდება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 21:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.