ნიკა კვეკვესკირი - ივნისის შედეგი კარგია, მაგრამ ამ ხარისხის ფონზე ფრე წარუმატებლობაა #1TVSPORT
ნიკა კვეკვესკირი - ივნისის შედეგი კარგია, მაგრამ ამ ხარისხის ფონზე ფრე წარუმატებლობაა #1TVSPORT

ნიკა კვეკვესკირმა ბულგარეთთან ჩატარებული მატჩი შეაფასა. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი არ მალავს, რომ ივნისის ეტაპის 10 ქულით დასრულება და პირველ ადგილზე გასვლა შესანიშნავი შედეგია, მაგრამ სახლში ბულგარეთთან ვერ მოგების გამო სინანული გამოხატა.

„შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ვიღაცას რომ ეთქვა, ივნისის შემდეგ 10 ქულა გვექნებოდა, დარწმუნებული ვარ, ყველა დაუფიქრებლად თანახმა იქნებოდა. ამიტომ ამ გადასახედიდან კარგი შედეგია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რა თამაშსა და ხარისხსაც გუნდი აჩვენებდა, რამდენი გოლი გაგვქონდა, როგორ ვთამაშობდით დაცვაში, გუნდურად, ერთსულოვნად – ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბულგარეთთან ფრე მართლაც დასანანია“, – ამბობს ნიკა კვეკვესკირი.

ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ამ ფრეს წარუმატებლობა უწოდა: 

„დიახ, ბოლო ფრე წარუმატებლობა იყო ისეთი ნაკრებისთვის, იმ ხარისხის ფეხბურთელებისთვის როგორიც ჩვენ გვყავს – წარუმატებლობა იყო ამ გულშემატკივრების ფონზე და სავსე „დინამო-არენას“ წინაშე“.