ნიკა კვეკვესკირი გამოჯანმრთელდა და „ლეხს“ უბრუნდება #1TVSPORT
ნიკა კვეკვესკირი გამოჯანმრთელდა და „ლეხს“ უბრუნდება #1TVSPORT

ნიკა კვეკვესკირი დაუბრუნდა პოზნანის „ლეხს“, რომელიც ხუთშაბათს, 3 აგვისტოს, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში კაუნასის „ჟალგირისს“ დაუპირისპირდება.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა პოზნანში „ლეხის“ გამარჯვებით დასრულდა – 3:1. იმ თამაშში საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი არც მოედანზე ყოფილა და არც პოლონური კლუბის სამატჩო განაცხადში. „ლეხის“ მხარდამჭერთა პორტალის, kkslech-ის ცნობით, მიზეზი ტრავმა იყო, მაგრამ ქართველი მოედანს უბრუნდება.

„დრო მხოლოდ პოზნანის „ლეხის“ სასარგებლოდ იმუშავებს, მათ შორის, გამოჯანმრთელებულთა ხარჯზეც. ნიკა კვეკვესკირი და ფილიპ დაგერსტალი მოედანზე ბრუნდებიან“, – წერს გუნდის მხარდამჭერთა გამოცემა.

პოლონეთის „ექსტრაკლასაში“ უკვე ორი ტური გაიმართა და პოზნანის „ლეხი“ გათამაშების ლიდერია. პირველ ტურში გუნდმა სტუმრად „პიასტი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო მეორე ტურში შინ „რადომიაკი“ – 2:0. ქართველ ნახევარმცველს არც ერთ შეხვედრა არ უთამაშია.