ნიკა კენჭაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა​​ #1TVSPORT
ნიკა კენჭაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა​​ #1TVSPORT

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა კენჭაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა სომეხი სპორტსმენი დამაჯერებლად ანგარიშით 10:0 დაამარცხა და წლევანდელ ევროპის პირველობის ბრინჯაოს მსოფლიო ჩემპიონატის ამავე სინჯის მედალი შემატა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში უკვე ორი მედალია, გუშინ ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა.

დატოვე კომენტარი