ნიკა კაჭარავა - სამწუხაროდ, ამ სეზონში ვეღარ ვითამაშებ #1TVSPORT
ნიკა კაჭარავა - სამწუხაროდ, ამ სეზონში ვეღარ ვითამაშებ #1TVSPORT

ნიკა კაჭარავა, რომელიც 12 დეკემბერს ლისაბონის „ბენფიკასთან“ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში დაშავდა, ჯერ კიდევ ვერ თამაშობს. მაგრამ პოზნანისლეხის“ ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მკურნალობას ასრულებს და მალე სათამაშოდ მზად იქნება.

„ახლა თავს კარგად ვგრძნობ, რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით მიდის. მე უკვე დავიწყე ანტიგრავიტაციულ სარბენ ბილიკზე სირბილი. ამიტომ იმედი მაქვს, რომ მინდორს მალე დავუბრუნდები. მაგრამ სამწუხაროდ, ამ სეზონში ვეღარ ვითამაშებ“, – განაცხადა კაჭარავამ.

მან მსოფლიოს შესარჩევში საქართველოს ნაკრების სასტარტო შეხვედრაზეც ილაპარაკა.

„საქართველოს ნაკრებმა პირველ თამაშებში მხოლოდ ქულა დააგროვა, მაგრამ მიმაჩნია, ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგი თამაშები ჩაატარა. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო და მათთვის ასეთ მეტოქესთან კონკურენციის შესაძლებლობა იყო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, რაც მომავალში შედეგს მოგვიტანს. ჩვენ თუ ამ ენერგიას შევინახავთ და მომდევნო მატჩებსაც ასევე ჩავატარებთ, მაშინ ქულებს აუცილებლად დავაგროვებთ“, – თვლის კაჭარავა.

დატოვე კომენტარი