ნიკა კაჭარავა „ლეხის“ ფეხბურთელია - ერთი სული მაქვს, პოზნანის ულამაზეს სტადიონზე ვითამაშო
ნიკა კაჭარავა „ლეხის“ ფეხბურთელია - ერთი სული მაქვს, პოზნანის ულამაზეს სტადიონზე ვითამაშო

„ბოლო ორი წლის განმავლობაში კვიპროსულ ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ვთამაშობდი და მოხარული ვარ, რომ ახლა შესაძლებლობა მექნება, პოლონეთის უმაღლეს ლიგაში ვიასპარეზო“, – ეს პოზნანის „ლეხის“ ახალწვეულმა ნიკა კაჭარავამ პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და პოზნანის კლუბმა ოფიციალურად წარადგინა.

მან გუნდთან დაკავშირებულ მიზნებზე ილაპარაკა: „როდესაც „კორონაში“ ვთამაშობდი, პოზნანის წინააღმდეგ თამაშის საშუალება არ მქონდა. ასე რომ, ველოდები შესაძლებლობას, რომ ამ ულამაზეს სტადიონზე ფანტასტიკური აუდიტორიის წინაშე გამოვიდე. მე „ლეხი“ ავირჩიე, რადგან ეს კლუბი ყოველთვის უმაღლესი მიზნების მისაღწევად იბრძვის. მჯერა, რომ შემიძლია „ლეხს“ დავეხმარო“.

საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელი კვიპროსულმა ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ ერთწლიანი იჯარით გაუშვა „ლეხში“, რომელსაც ხელშეკრულებაში გარანტირებული პრიორიტეტული შესყიდვის უფლება გააჩნია. ნიკა კაჭარავა ახალ კლუბში 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.