ნიკა გვარამია - ჩემი მორალური ხერხემალი არის უარი კორუფციას, ძალიან მაღალი სტანდარტი მაქვს და სენსიტიური ვარ
ნიკა გვარამია - ჩემი მორალური ხერხემალი არის უარი კორუფციას, ძალიან მაღალი სტანდარტი მაქვს და სენსიტიური ვარ

კორუფციის საკითხთან ძალიან მაღალი სტანდარტი მაქვს და სენსიტიური ვარ, – განუცხადა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირქტორმა ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, რომელის მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. ნიკა გვარამიამ სასამართლოში განაცხადა, რომ პროკურატურამ მისი უფლებები დაარღვია.

„თქვენო ღირსებავ, ჩემი აზრით, გუშინ პროკურატურამ დაარღვია სწორედ ის უფლებები, რომელზეც მკითხეთ. მე ნამდვილად დამცირებულად ვგრძნობ თავს და მე თქვენ სწორედ იმიტომ შეგახსენეთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში და ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი მორალური პრინციპი, მორალური ხერხემალი არის უარი კორუფციას და კორუფციასთან ბრძოლა.

საჯარო სამსახურში მთავარი ამოსავალი პრინციპი იყო კორუფციასთან ბრძოლა. მე ვიყავი ერთადერთი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილთან ერთად, რომ შემოწმდა ხელფასებით და პრემიით, არ ჰქონდა საკუთარი თავისთვის არც ერთი ლარი მიცემული წლების განმავლობაში. ამას უბრალოდ მორალურად ვერ დავუშვებდი, ეს განა ცუდია ან კორუფციაა, უბრალოდ მე ვერ გავაკეთე ეს, რადგან ძალიან მაღალი სტანდარტი მაქვს ამასთან დაკავშირებით და ძალიან სენსიტიური ვარ ამ საკითხთან. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არის მძიმე წითელი ხაზი. ამიტომ, დამცირების კატეგორიაში მოვიხსენიებ. გუშინ პროკურატურამ სრულიად შეგნებულად და ფაქტების გაყალბებით მომაყენა პატივისა და ღირსების შეურაცხყოფა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ სასამართლოში.

გენერალური პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიებად 80 ათასლარიან გირაოს ითხოვს. ამასთან, მოთხოვნილია დამატებითი ღონისძიების გამოყენება, რაც გულისხმობს, რომ ბრალდებულს აეკრძალოს საქართველოს საზღვრის დატოვება სამართალდამცავი ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.