ნიკა გვარამია - არ ვაპირებ წყაროს გასაჯაროებას, ერთადერთს ვამბობ, წყაროს წარმომავლობას და ეს არის შსს-ს გენერალური ინსპექცია
ნიკა გვარამია - არ ვაპირებ წყაროს გასაჯაროებას, ერთადერთს ვამბობ, წყაროს წარმომავლობას და ეს არის შსს-ს გენერალური ინსპექცია

არ ვაპირებ წყაროს გასაჯაროებას, ერთადერთს ვამბობ, წყაროს წარმომავლობას და ეს არის შსს-ს გენერალური ინსპექცია, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა. გვარამია სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მისი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უნდა დაიკითხოს.

ჟურნალისტების კითხვაზე, დაკითხავენ თუ არა მასთან მასთან ერთად არხის სხვა წარმომადგენლებს, გვარამიამ აღნიშნა: „ტერორისტული ხელისუფლებისგან ყველაფრის მოლოდინი მაქვს“.

„ამ ეტაპზე, არ ვაპირებ წყაროს გასაჯაროებას. ერთადერთი, შემიძლია, ვუთხრა, როგორც ყოველთვის ვეუბნები, წყაროს წარმომავლობას და ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია. მე სხვა არხების დირექტორებისგან განსხვავებით ჟურნალისტურ საქმიანობასაც ვეწევი, თუმცა ჟურნალისტი არ ვარ. თუმცა ვიდრე ჟურნალისტობას მივყოფდი ხელს, მანამდეც მიბარებდნენ. ამ ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტრად ბიძინა ივანიშვილისთვის მე მივიჩნევი და ამიტომ, აქ უფრო ხშირად ვარ, სამსახურში თუ სახლში, ეგ ზუსტად არ ვიცი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.