ნიკა გაგნიძემ უკრაინაში „ქართველების დერბიში“ გაიტანა #1TVSPORT
ნიკა გაგნიძემ უკრაინის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა, მაგრამ კოვალივკას „კოლოსი“ გიორგი კუციას რივნეს „ვერესთან“ გასვლით შეხვედრაში მაინც დამარცხდა 1:2.
ორივე ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, შეუცვლელად ითამაშეს და ორივემ ყვითელი ბარათი მიიღო. ანგარიში „ვერესმა“ მე-5 წუთზე კრასნიკის ავტოგოლით გახსნა. გაგნიძემ წონასწორობა 30-ე წუთზე აღადგინა, მაგრამ ხარატინის მიერ გატანილი პენალტით მასპინძლებმა 90+8-ე წუთზე გამარჯვება მაინც მოიპოვეს.
დანიის სუპერლიგაში „ოლბორგმა“ გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ მიიღო და 0:0 ითამაშა. საქართველოს ნაკრების მცველი სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.