ნიკა გაგნიძე - საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო #1TVSPORT
კაბო ვერდესთან 8 ივნისს გასამართ ამხანაგურ შეხვედრაზე საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა, ნიკა გაგნიძემ ისაუბრა.
„ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ბავშვობის ახდენილი ოცნებაა. ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა, ეს თამაში უდიდესი გამოწვევა იყო ჩემთვის. ახლა მეორე მატჩისთვის ვემზადებით და გვსურს, რომ ჩვენი შესაძლებლობები გამოვავლინოთ. კაბო ვერდეს ნაკრები ფარერებისგან განსხვავებული, ბევრად ტექნიკური და ძლიერი გუნდია და ვნახოთ, როგორი მატჩი გამოვა“.
საქართველოსა და კაბო ვერდეს მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 ივნისს 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.