ნიკა ჭანტურიამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა - ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი ტრავმებმა დააღალატა #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა, ნიკა ჭანტურიამ 29 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრურა და გუნდის სპორტული დირექტორი გახდა – ინფორმაციას კლუბის პრსსამსახური ავრცელებს.
„ჩვენი გუნდის შეუცვლელმა წევრმა, ნიკა ჭანტურიამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ჭანტურ, შენი თავდადება, პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა ყოველთვის სამაგალითო იყო. მადლობა მოედანზე გატარებული თითოეული წუთისთვის და წარმატებები შენს ახალ გამოწვევაში“, – წერია კლუბის განცახდებაში.
ნიკა ჭანტურია ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი იყო. საკლუბო კარიერაში 302 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო ასაკობრივ ნაკრებებში – 52 მატჩი. 17-წლამდელელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო, თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“, „დინამო თბილისში“ (სადაც 20 წლისა გუნდის კაპიტანი გახდა), ქობულეთის „შუქურაში“, „გაგრაში“, კარიერა კი კვლავ „ლოკომოტივში“ დაასრულა. 2014 წელს საქართველოს თასი მოიგო, 2019 წელს კი ჩემპიონატში ვერცხლის მედალს დაეუფლა. გარდა ამისა, ორჯერ გახდა საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული.
ბოლო წლებს ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი ტრავმებმა დააღალატა, ამის შესახებ მან საქართველსო პირველ არხთან განაცხადა.
„10 წლის წინ ვერც ვიფიქრებდი, რომ 29 წლის ასაკში კარიერის დასრულება მომიხდებოდა. გახსოვთ, როგორ დამაიმედებელად ვიწყებდი – სულ მწვერვალებსა და მაქსიმალურ მიზნებზე ვოცნებობდი. მაგრამ ორი უმძიმესი ტრავმა მივიღე, რის გამოც ორი წელი გამიცდა. ამან დიდი დაღი დამასვა და საბოლოოდ თამაშის დასრულება გადავწყვიტე“, – განაცხადა ნიკა ჭანტურიამ.