ნიკა ჭანტურია - ჭიაბრიშვილს „ლოკომოტივთან“ მეტ წარმატებებს ვუსურვებ, ვიდრე „საბურთალოში“ მიაღწია
ნიკა ჭანტურია - ჭიაბრიშვილს „ლოკომოტივთან“ მეტ წარმატებებს ვუსურვებ, ვიდრე „საბურთალოში“ მიაღწია
თბილისის „ლოკომოტივის“ მცველმა ნიკა ჭანტურიამ გუნდის მთავარ მწვრთნელად გიორგი ჭიაბრიშვილის დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ამ ახალგაზრდა სპეციალისტის დანიშვნა აიმედებს.
 
„ჩვენი ახალი მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდა კაცია. თუმცა, ამის მიუხედავად, გამოცდილი და წარმატებული სპეციალისტია. მან „ზესტაფონში“ და „საბურთალოში“ მუშაობის დროს ძლიერი გუნდები ჩამოაყალიბა და შედეგს მიაღწია“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ნიკა ჭანტურია.
მისი აზრით, გუნდი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით საკლუბო ტიტულების მოპოვებას შეეცდება: „მთავარი ისაა, რომ ჭიაბრიშვილმა გუნდებში მუშაობისას ტიტულები მოიპოვა. ეს მასზე ძალიან კარგად მეტყველებს. ვისურვებდი და ვუსურვებდი, რომ წარმატებებს ახლა „ლოკომოტვთან“ ერთად მიღწიოს – უფრო მეტ წარმატებებს, ვიდრე „საბურთალოში“ მიაღწია. ყველა შეხვედრისას მოედანზე მოსაგებად და მაქსიმალური მიზნებით გავალთ“.