ნიკ ვოლტემადე ტურინის „იუვენტუსს“ პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა #1TVSPORT

18:51, 31.08.2026

ნიკ ვოლტემადე, დიდი ალბათობით, „ნიუკასლ იუნაიტედს“ დატოვებს და კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფეხბურთელს ინგლისიდან წასვლა სურს და იტალიურ გუნდთან უკვე შეთანხმებულია. წარმატებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები კლუბებს შორისაც – განიხილება ვოლტემადეს ერთწლიანი იჯარით აყვანა, რასაც სამომავლოდ მისი გამოსყიდვის უფლებაც დაემატება.

გერმანელი მოთამაშე ტურინულ კლუბში ჯონათან დევიდის ადგილს დაიკავებს, რადგან ეს უკანასკნელი მადრიდის „ატლეტიკოში“ გადადის.

ნიკ ვოლტემადესთვის წარმატებული 2024/2025 წლების სეზონი აღმოჩნდა, როდესაც „შტუტგარტის“ მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 17-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. სწორედ ამის შემდეგ „ნიუკასლმა“ მის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადა.

ინგლისური გუნდის მაისურით ჩატარებულ 51 მატჩში გერმანელმა 11 გოლი გაიტანა.

მსგავსი