ნიკ კირგიოსმა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია კორუპციაში დაადანაშაულა, მას დისკვალიფიკაცია ემუქრება
ნიკ კირგიოსმა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია კორუპციაში დაადანაშაულა, მას დისკვალიფიკაცია ემუქრება

ავსტრალიელ ჩოგბურთელ ნიკ კირგიოსს დისკვალიფიკაცია ემუქრება, – წერს ავსტრალიური გამოცემა „უესტ ოსტრელიანი“ (The West Australian). მიზეზი – პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კრიტიკაა.

აშშ-ის ღიას პირველ წრეში ამერიკელი სტივ ჯონსონის დამარცხების შემდეგ (6:3, 7:6, 6:4), კირგიოსს ჰკითხეს – რას ფიქრობს 113 ათასი დოლარის ოდენობის საჯარიმო თანხაზე, რომელიც ცინცინატის “მასტერსზე” თავისი საქციელისთვის გამოუწერეს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია საკმაოდ კორუმპირებულია“, – თქვა ჩოგბურთელმა. – „მე ეს აბსოლუტურად ამ მანაღვლებს“.

გამოცემა იტყობინება, რომ კირგიოსი ამ კომენტარისთვის, შესაძლოა, დისკვალიფიკაციით დაისაჯოს და ასოციაცია უკვე სწავლობს ამ საკითხს.