ნიკ კირგიოსი - მწვრთნელის დაქირავება ფულის უაზრო ხარჯვაა
ნიკ კირგიოსი - მწვრთნელის დაქირავება ფულის უაზრო ხარჯვაა

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ნიკ კირგიოსმა განმარტა, რატომ არ აპირებს მწვრთნელის დაქირავებას.

„პირადად მე მიმაჩნია, რომ მწვრთნელის დაქირავება – ფულის უაზრო ხარჯვაა. მათ ძალიან ბევრს უხდიან. ამასთან, მე არ მაქვს მიზნად დასახული „დიდი სლემის“ ტურნირის მოგება. უბრალოდ, მინდა ჩემებურად ვიცხოვრო, სიამოვნება მივიღო და მხოლოდ ვითამაშო. ჩემთვის მწვრთნელის დაქირავება უაზრობაა, რადგან არ მინდა მათი დროის ხარჯვა.

უკვე მივეჩვიე ყველაფრის ჩემებურად კეთებას და არ მომწონს რჩევების მოსმენა. არ მგონია, ოდესმე მოვიგო „დიდი სლემის“ ტურნირი, რადგან ჩემი ორგანიზმი ვერ გაუძლებს ზედიზედ შვიდ მატჩს, რომელიც 3-4 საათი გრძელდება“, – განაცხადა ნიკმა.

კირგიოსის საუკეთესო შედეგი კარიერაში – „დიდი სლემის“ ტურნირის მეოთხედფინალში გასვლაა: ეს მოხდა 2014 წელს უიმბლდონზე და 2015 წელს, ავსტრალიაში.