ნიკ კირგიოსი - მე არ დამსჯიან, რადგან ბევრი ფული მომაქვს
ნიკ კირგიოსი - მე არ დამსჯიან, რადგან ბევრი ფული მომაქვს

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ნიკ კირგიოსმა უპასუხა თავისი ლეგენდარული თანამემამულის, პატრიკ რაფტერის კრიტიკას. რამდენიმე დღის წინ, კირგიოსის საქციელის კომენტირებისას, რაფტერმა აღნიშნა: „საჭიროა თუ არა მისი დისკვალიფიცირება? მე არ მესმის, დღემდე რატომ არ გააკეთეს ეს“.

ნიკმა პასუხისთვის „ტვიტერი“ გამოიყენა:

„შესაძლოა იმიტომ, რომ სადაც არ უნდა ვითამაშო, სტადიონზე ყველა ადგილი შევსებულია. ტურნირები ჩემი მონაწილეობით დიდ ფულს შოულობენ. გაკვირვებული არ ვარ, რომ რაფტერმა კომენტარი გაუკეთა ამ თემას. ბიჭს უყვარს თანამემამულე ავსტრალიელების გაკრიტიკება. ისიამოვნე იმით, რომ არავის აინტერესებ, ჩემპიონო“.

რაფტერის გარდა, კირგიოსის დისკვალიფიკაციისკენ მოუწოდა ავსტრალიური ჩოგბურთის მთავარმა ლეგენდამ როდ ლეივერმა.

პატრიკ რაფტერი აშშ-ის ღიას ორგზის ჩემპიონია.

აგვისტოში კირიგიოსი 113 ათასი დოლარით დასაჯა ცინცინატის „მასტერსზე“ მსაჯის შეურაცხყოფის გამო.