ნიკ კირგიოსი კოკაინზე დადებითი დოპინგ-ტესტის გამო ტურნირებს ჩამოაშორეს #1TVSPORT
NEW YORK, NEW YORK - SEPTEMBER 04: Nick Kyrgios of Australia celebrates match point against Daniil Medvedev during their Men's Singles Fourth Round match on Day Seven of the 2022 US Open at USTA Billie Jean King National Tennis Center on September 04, 2022 in the Flushing neighborhood of the Queens borough of New York City. (Photo by Mike Stobe/Getty Images)
ავსტრალიელი ჩოგბურთელი ნიკ კირგიოსი ოფიციალურად ჩამოაშორეს ტურნირებს კოკაინზე დადებითი დოპინგ-ტესტის გამო.
„მინდოდა, ეს ამბავი პირადად ჩემგან გაგეგოთ. ცოტა ხნის წინ, მალიორკას ტურნირზე დოპინგ-ტესტი ჩავაბარე, რომელმაც კოკაინზე დადებითი შედეგი აჩვენა. უზარმაზარი შეცდომა დავუშვი და ამისთვის სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ.
ძალიან ვწუხვარ, რომ დავაღალატე ჩემი გულშემატკივრები, ოჯახი, სპონსორები და ყველა ჩემთვის ახლობელი ადამიანი. უპირველეს ყოვლისა, ბოდიშს ვუხდი ბავშვებს, რომლებიც ჩემს გამოსვლას ადევნებენ თვალს. ვიცი, რომ მაგალითი ვარ მათთვის და საკუთარი თავის გამო, ღრმად იმედგაცრუებული ვარ.
თავის მართლებას არ ვაპირებ, მაგრამ მინდა განმარტება გავაკეთო იმაზე, თუ სად ვიმყოფებოდი ბოლო დროს. ბოლო რამდენიმე წელია ტრავმებმა ფიზიკურად და მორალურად ძალიან დამასუსტა. ჩემს სხეულს აღარ შეუძლია იმის გაკეთება, რასაც ჩემი გონება ითხოვს. გარდა ამისა, კარიერის დასრულებასთან ახლოს ვარ და ამასთან შეგუება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა.
მაგრამ არც ერთი ეს არ ამართლებს იმას, რაც გავაკეთე.
თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ ეს ჩემთვის განგაშის ზარი აღმოჩნდა. მომდევნო 28 დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოვშორდები, რათა საკუთარი თავის მოწესრიგებაზე ვიზრუნო.
ვთხოვ ადამიანებს, ამ პერიოდში პატივი სცენ ჩემს პირად სივრცეს და, რაც მთავარია, ჩემი ოჯახის პირად სივრცეს.
ვწუხვარ. გავაკეთებ ყველაფერს, რაც საჭიროა და საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად დავბრუნდები“, – დაწერა კირგიოსმა სოციალურ ქსელში.
31 წლის კირიოსი 2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობის წყვილებში ჩემპიონი და 2022 წლის უიმბლდონის ერთეულების ფინალისტია.