ნიგერში სკოლაში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 25 ბავშვი ემსხვერპლა

07:58, 09.11.2021

ნიგერში სკოლაში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 25 ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ადგiლობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდაცვლილები 5-6 წლის ასაკის ბავშვები არიან. ხანძრის შედეგად არიან დაშავებულებიც.

ცეცხლი სამხრეთ ნიგერში მდებარე მარადის რეგიონის ერთ-ერთი სკოლის საკლასო ოთახში გაჩნდა, რის შედეგადაც სამი საკლასო ოთახი განადგურდა. ხანძრის მიზეზი უცნობია.

მიმდინარე წელს ნიგერის დედაქალაქ ნიამეიში სკოლაში ხანძარს 20 ბავშვი ემსხვერპლა.

მსგავსი