ნიგერში ნავთობმზიდის აფეთქების შედეგად სულ მცირე 58 ადამიანი დაიღუპა
ნიგერში ნავთობმზიდის აფეთქების შედეგად სულ მცირე 58 ადამიანი დაიღუპა

ნიგერში ნავთობმზიდის აფეთქების შედეგად სულ მცირე 58 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ნიგერის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული მონამებით, ათობით ადამიანი გადატრიალებული ტანკერის ავზიდან საწვავის შეგროვებას ცდილობდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. ინციდენტი ნიგერის საერთაშორისო აეროპორტისა და დედაქალაქ ნიამეის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა.

ნიგერის შინაგან საქმეთასამინისტრის ცნობით, აფეთქების შედეგად ჰოსპიტალიზებულია 37 ადამიანი. მათგან ბევრის მდგომარეობა კრიტიკულია.