ნიგერში ექვსი ფრანგი ტურისტი, მათი გიდი და მძღოლი მოკლეს
ნიგერში ექვსი ფრანგი ტურისტი, მათი გიდი და მძღოლი მოკლეს

ნიგერში შეიარაღებულმა პირმა ექვსი ფრანგი ტურისტი, მათთან ერთად მყოფი ნიგერელი გიდი და მძღოლი მოკლა. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ადგილობრივ გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევა ტილაბერის რეგიონში, კურის მხარეში მოხდა.

როგორც „როიტერი“ წერს, ინციდენტის შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ დედაქალაქ ნიამეის დატოვებისგან, განსაკუთრებით კი მოერიდონ იმ ტერიტორიებს, სადაც დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მებრძოლები მოქმედებენ.

კურის ჟირაფების რეზერვაცია ტურისტებს შორის პოპულარული ადგილია, რომელსაც ყოველწლიურად 22 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს.